პარლამენტის სხდომაზე საარჩევნო რეფორმას განხილავენ
ამ წუთებში, პარლამენტის სხდომაზე საარჩევნო რეფორმას განხილავენ. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ დოკუმენტი ეუთო / ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. კანონმდებლებს ცვლილებები ქართული ოცნების წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო. ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, გაიზრდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ჯარიმები და გაფართოვდება გადათვლის მექანიზმები.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
