ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია 2019 წლის მაჩვენებელს უბრუნდება
შესაბამისი ანგარიში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა, ხოლო პრეზენტაცია სიტყვით ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ აგვისტოში შემოსავლების აღდგენამ 100 პროცენტს გადააჭარბა და 126.7 შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, 100-პროცენტიანი ზრდა იყო ავიაციის სფეროში. სამომავლოდ კი, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კი 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.
