მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დონორთა კონფერენციაზე
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2024 წლის, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკითხებზე გამართულ დონორთა კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, რომ საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზადყოფნას ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული.
