ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან კიდევ ერთი სრულდება
მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის გაძლიერებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული. რეკომენდაციაზე ერთობლივად იმუშავეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საბჭომ. წარმოდგენილია სამი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც გენდერული თანასწორობის საკითხები, საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოოს.
