სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა იზრდება
კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა. ჯარიმა მკაცრდება ხმაურის რეგულირების ნაწილშიც. ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულებს 10 ქულა დააკლდება.
