შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს შეხვდა . პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და საკანონმდებლო ორგანოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა განიხილეს პარლამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.
