ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბარი იყო თბილისის მთავრობის სხდომაზე
როგორ მუშაობს გაზრდილი ნაკადის პირობებში მუნიციპალური ტრანსპორტი, განმარტება კახა კალაძემ გააკეთა. მერმა ისაუბრა მეტროსადგურების რეაბილიტაციაზეც და აღნიშნა, რომ მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად მიმდინარეობს. მერის ინფორმაციით, პროექტი, ბაქნის რეაბილიტაციასთან ერთად, ესკალატორების თანამედროვე მოდელებით განახლებას, ასევე კონკრეტულ მეტროსადგურებში ტურნიკეტების დამატებას გულისხმობს.
