2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა
2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნილების აღდგენამ და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის ზრდამ.
