საარჩევნო რეფორმას პარლამენტის სხდომაზე განხილავენ
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ დოკუმენტი ეუთო / ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. კენჭისყრამდე მხარეთა პოზიციები განსხვავებულია. ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ამომრჩევლის მინიმუმ 70%-ზე მეტი ხმას სწორედ ელექტრონული ფორმით მისცემს. საარჩევნო რეფორმას ევროპული რეკომენდაციების მეორე პუნქტი ითვალისწინებს.
