იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" ინფორმაციას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა - ცნობილი ხდება , რომ „კრედიტ სუისს“-მა ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მასზე დაკისრებული თანხა, სხვა შვეიცარიულ ბანკში, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა . გამარჯვებულ მხარეს რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს , თანხაზე წვდომა მას შემდეგ ექნება, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება. სამართლებრივი დავის დეტალებზე ახალ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ავრცელებს
