ირანში პროტესტი გრძელდება
ირანში 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება. დემონსტრანტებს სოლიდარობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უცხადებენ. აქციები საჯაროდ პირველად შეაფასა ისლამური რესპუბლიკის სულიერმა ლიდერმა. მან დემონსტრანტების წახალისებაში ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა.
