პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ მოქანდაკეს გუჯი ამაშუკელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ მოქანდაკეს, გუჯი ამაშუკელს შეხვდა. გასული წლის სექტემბერში, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკაში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად “ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმში. მათ შორის ვატიკანის, ლუვრის და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში.
