პროტესტი ირანში
ირანში, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაში, სულიერი ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ადანაშაულებს. ის პოლიციის აკადემიაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ძალოვან სტრუქტურებს. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობას უსაფრთხოების ძალები სამართალდამცველებთან და ზნეობის პოლიციასთან ერთად ცდილობს. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია ათასობით ადამიანი, ასობით ადამიანი დაშავდა, 130-ზე მეტი კი გარდაიცვალა. 22 წლის მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა. ის განყოფილებაში გარდაიცვალა.
