პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა
გასული წლის სექტემბერში, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკაში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად “ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა.
