ომი უკრაინაში
უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია, დღეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი უკრაინის ოთხ ოლქს სრულად ვერ აკონტროლებს, ფედერაციის საბჭოს სენატორებმა ოთხივე ოლქის მიერთებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისა და დონეცკის ოლქებში კონტრშეტევებს განაგრძობენ და რაიონებს ყოველდღე ათავისუფლებენ.
