ბათუმი Euronews-ის ობიექტივში
"ევრონიუსმა" ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას, ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. სიუჟეტში მთავარი ყურადღება აჭარაში ტურიზმის, ბიზნესისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ბათუმის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას ეთმობა. ჟურნალისტი აღნიშნავს რომ ბათუმმა ყველაფერი გააკეთა ტურიზმის განვითარებისთვის და ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად იქცა. მომზადებული სიუჟეტი მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელმა ნახა.
