ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი, ადმინისტრაციული შენობა ექნება, სადაც ერთიანი სადისპეტჩერო განთავსდება. ახალი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისად დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.
