ისნის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 230 ბავშვზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად ასევე, ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით. საბავშვო ბაღი თბილისის მერმა დაათვალიერა.
