საველე სწავლება
თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა, ორფოლოს სასროლეთზე, ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება, საბრძოლო სროლებით დაასრულა. საარტილერიო ქვედანაყოფმა დასკვნითი საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 ფაზისგან შედგებოდა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.
