პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
. საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ითქვა რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის მტკიცე პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარდაჭერას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. აღინიშნა, წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ საფრანგეთის, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო დონორის როლი, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ინსტიტუციონალური მოდერნიზაციისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ფრანგ დიპლომატს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
