ევროპული რეკომენდაციის მეორე პუნქტთან დაკავშირებული საარჩევნო რეფორმას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა. შემდეგ კი დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაეგზავნება. საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებით 2024 წლიდან, არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ი ხმას ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მისცემს. დანარჩენ უბნებზე კი ბიულეტენები გაციფრულდება და ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე აიტვირთება. ოთხი ათას ლარამდე იზრდება ჯარიმები ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე. ფართოვდება საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შემთხვევათა ჩამონათვალი. მარკირებას დაექვემდებარება ის ამომრჩეველი, რომელიც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.
