ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივა რუსთავში
რუსთავის მერმა შეხვედრა პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ გამართა. ისაუბრეს რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივებსა და ადგილობრივი ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. დეფიციტურ პროფესიებზე ორიენტირებული პროფესიული სასწავლებელი, ადგილობრივი ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრის შეძენის, სტუდენტებისთვის კი, დასაქმების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.
