მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს განაგრძობს
ადმინისტრაციის ორგანიზებით ცნობილი საერთაშორისო ტრენერი მონიკა ქუეროლი, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, სასტუმროების, კვების ობიექტების თანამშრომლებისთვის 5 დღიან გადამზადების კურსს მართავს. ტრენინგის კურსის „ემოციური ინტელექტის“ ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები სწრაფად მზარდ კონკურენტულ სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტის როლს, მის ასპექტებსა და კომპეტენციებს ეცნობიან.
