ილონ მასკის გამოკითხვა "ტვიტერზე"
ილონ მასკი რომელიც უკრაინის დახმარების აქციაში ერთ ერთი პირველი ჩაერთო, ახლა ამ ქვეყანაში მშვიდობის მიღწევის გზების შესახებ ტვიტერში გამოკითხვას ატარებს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს მასკი სამ გზას სთავაზობს: ანექსირებულ რეგიონებში არჩევნების თავიდან ჩატარება გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება. – ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან – ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება. უკრაინა ნეიტრალური რჩება“. ამ გამოკითხვას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან. ილონ მასკს ალტერნატიული გამოკითხვით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვა ასეთია, რომელი ილონ მასკი უფრო მოსწონს მოსახლეობას, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?
