ომი უკრაინაში
უკრაინული ძალები ოკუპანტებს ორი მიმართულებით, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე უტევენ. ისინი დონეცკის ასევე ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით წინ მიიწევენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით კი, რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში ხარკოვის ორ რაიონზე მიიტანა, დაიბომბა სამრეწველო და ინფრასტრუქტურის ობიექტები. ღამით დაიბომბა ქალაქი ნიკოპოლიც.
