გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვიდა
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და გერმანია სანდო პარტნიორებად იქცნენ და გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს. სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმა საქართველოში. შესრულდა საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის ჰიმნები. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
