ხორვატი დეპუტატების ვიზიტი
პარლამენტის თავმჯდომარე, ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით აქვს. ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა კი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება.
