ევროპული რეკომენდაციის მეორე პუნქტთან დაკავშირებულ საარჩევნო რეფორმას, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ევროპული რეკომენდაციის მეორე პუნქტთან დაკავშირებულ საარჩევნო რეფორმას, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა. შემდეგ კი დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიასა და "ეუთო/ოდირს" გადაეგზავნება. საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებით 2024 წლიდან, არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ი, ხმას ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მისცემს.
