უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა მიმდინარე კვირის საპარლამენტო დღის წესრიგზე იმსჯელეს
დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა მიმდინარე კვირის საპარლამენტო დღის წესრიგზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა რამდენიმე საკითხზე გააკეთა კომენტარი, მათ შორის იყო სახალხო დამცველის არჩევის წესი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ომბუდსმენობის კანდიდატთა შერჩევა მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს მიანდო.
