რუსეთში უკრაინის ტერიტორიების მიერთების ფორმალური პროცედურები გრძელდება
რუსეთში უკრაინის ტერიტორიების მიერთების ფორმალური პროცედურები გრძელდება. ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსია რუსეთის დუმამ დაამტკიცა. ახალი სუბიექტების შექმნის შესახებ კანონპროექტებს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატა ხვალ განიხილავს. უკრაინის ტერიტორიის უკანონო მიტაცებას გმობს საერთაშორისო საზოგადოება.
