მთავრობამ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებელი ღონისძიებები განსაზღვრა
მთავრობამ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებელი ღონისძიებები განსაზღვრა. მიღებულია განკარგულებაც, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას შეეხება. კახეთში ყურძნის მოსავალი მევენახეთა 80 - მა პროცენტმა უკვე აიღო.
