რთველის ორგანიზებულად ჩატარების ღონისძიებები
შვიდ საკითხს შორის, რომლებიც მინისტრებმა მთავრობის სხდომაზე განიხილეს, იყო ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. მიღებულია განკარგულებაც, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას შეეხება. კახეთში, ყურძნის მოსავალი, მევენახეთა 80 - მა პროცენტმა, უკვე აიღო.
