მთავრობის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავრობის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ბიუჯეტის თემაზე კომენტარი, ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა და ჯანდაცვის მიმართულებით, ბიუჯეტში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, 2023 წლიდან, იზრდება პენსიები და მოიმატებს სოციალურად დაუცველი ადამინების დასაქმების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები. მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, ქრონიკულ დაავადებათა მედიკამენტების დაფინანსებაც დაახლოებით 30 მილიონი ლარით მოიმატებს. აზარაშვილის თქმით, ასევე გაფართოვდება დასაფინანსებელი მედიკამენტების სია.
