საკანონმდებლო ორგანო, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს
საკანონმდებლო ორგანო, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. ბრიუსელის რეკომენდაციების მეხუთე პუნქტის შესახებ, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება, დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მმართველი პარტია უკრაინულ მოდელს ეყრდნობა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის ისევ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდის შეთავაზებულ ვარიანტს კვლავ იწუნებს, მიუხედავად იმისა, რომ დეოლოგარქიზაციის უკრაინულ მოდელს, ბრიუსელის სრული მხარდაჭერა აქვს.
