ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კოდეექსში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს
ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კოდეექსში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, როგორც იცით, დღეს, რვა საათზე იურიდიული კომიტეტი, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონოპრიექტს განიხილავს. ოპოზიციამ, საარჩევნო კოდექსში, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვაც დაჩქარებული წესით მოითხოვა, თუმცა სხდომაზე ითქვა, რომ ამ ორ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშნის დასმა უსამართლოა და თუკი ოპონენტებს სურდათ საკითხზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარება, ისინი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართულიყვნენ. აზრთა სხვადასხვაობას, ხმაური მოჰყვა. საბოლოო ჯამში ითქვა, რომ ოპოზიციის კანონპროექტს პარლამენტი გონივრულ ვადებში, რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს.
