მარი ბროსეს სახელობის სკოლა საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიის წარმომადგენლებს მასპინძლობს
მარი ბროსეს სახელობის სკოლა საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიის წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც საქართველოში თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩამოვიდნენ. მეგობრობის ეგიდით პირველი ხელშეკრულება მარი ბროსეს სკოლასა და ნანტის მერიას შორის 2001 წელს გაფორმდა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ხანგრძლივ თანამშრომლობას თბილისისა და ნანტის სკოლებს შორის. ხელშეკრულების ფარგლებში არაერთმა ქართველმა მოსწავლემ ნანტის კოლეჯებსა და ლიცეუმებში სტაჟირება გაიარა. საფრანგეთის მხარდაჭერით სკოლაში ფრანგი პედაგოგებიც ჩამოვიდნენ.
