ჰონგ-კონგის აუქციონზე პირველად გაიტანენ პიკასოს ტილოს სერიიდან, რომელიც ესპანელმა მხატვარმა მეორე ცოლს, ჟაკლინ როკს მიუძღვნა
ჰონგ-კონგის აუქციონზე პირველად გაიტანენ პიკასოს ტილოს სერიიდან, რომელიც ესპანელმა მხატვარმა მეორე ცოლს, ჟაკლინ როკს მიუძღვნა. ტილოს საწყისი ღირებულება 7-ი მილიონ 700 ათასიდან 10-თ მილიონ დოლარამდე მერყეობს. ნახატზე გვირგვინოსანი ჟაკლინი ტრადიციული ფრანგული დესერტით ხელშია გამოსახული. ტილო ათწლეულების განმავლობაში კერძო კოლექციაში ინახებოდა და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
