„ღირსეული პასუხი 2022“
„ღირსეული პასუხი 2022“ - თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიასწავლება დასრულდა. მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. წელს „ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ ჩატარდა. მასში ტელევიზიებისა და სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით ცხოვრობდნენ.
