პრემიერ-მინისტრი ტავ აეროპორტის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ტავ აეროპორტის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ კუთხით არსებული სერვისის გაუმჯობესების მნიშვნელობას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება. პრემიერის განმარტებით, მთავრობა მზადაა ტავთან ერთად აქტიურად იმუშაოს.
