2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის მუშაკთა ხელფასები; ასევე განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით გაიზრდება სამინისტროების, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსებაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში.
