ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ. რუსული მედიის ცნობით, ეგრეთ წოდებული „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. ვიდრე რუსეთი უკრაინული ტერიტორიების ანექსიის დაკანონებას ცდილობს, უკრაინული არმია ოკუპანტი ქვეყნის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას განაგრძობს. დონეცკის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაცია სამხრეთით, ხერსონის ოლქში ჩატარეს.
