საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ზურაბ ამონაშვილის მომზადებულმა გუნდმა რუსთავში ჩეხეთის ნაკრები 76-0 დაამარცხა. მასპინძლებმა სტუმრებს 12 ლელო დაუდეს, საუკეთესო კი ტატო ბურთიკაშვილი იყო, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი 3-ჯერ აიღო. ნახევარფინალში ქართველი მორაგბეები ბელგიის ნაკრებს შეხვდებიან. თამაში 5 ოქტომბერს თბილისში, „რაგბი პლატოს“ სტადიონზე 16:15 წუთზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
