ლარსის გავლით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა შემცირდა
ლარსის გავლით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა შემცირდა. ამ ინფორმაციას შსს - ო ადასტურებს. უწყებაში განმარტავენ, რომ პარალელურად გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. შსს-ს ინფორმაციით, შემოსული რუსი მოქალაქეების თითქმის 60% საქართველოს სატრანზიტოდ იყენებს და გზას სხვა მიმართულებით განაგრძობს.
