ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს „ტელეიმედთან“ თავისი კომენტარის განმარტება მოუხდა
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს „ტელეიმედთან“ თავისი კომენტარის განმარტება მოუხდა. საქმე ეხება მის განცხადებას ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლის შემუშავებაში თითქოს ამერიკელი პარტნიორებიც მონაწილეობდნენ, რაც „იმედთან“ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უარყო. პოლიტიკური ვნებათაღელვის შემდეგ კრამონმა თავისი კომენტარის ინტერპრეტაციაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ კი „იმედის კვირასთან“ თქვა, რომ კრამონს სიტყვა გაექცა და წამოსცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა.
