ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ
2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის მუშაკთა ხელფასები; ასევე განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით გაიზრდება სამინისტროების, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსებაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში.
