უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა
უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს რუსი ოკუპანტებისგან ათავისუფლებს. სულ ცოტა ხნის წინ უკრაინული ძალები სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ლიმანში შევიდნენ. ქალაქიდან ოკუპანტების გასვლას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. პარალელურად მსოფლიო ვოლოდიმერ ზელენსკის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს ეხმაურება. მსოფლიო თანამეგობრობა მიესალმება ამ სწრაფვას და აქვე დასძენს, რომ გადაწყვეტილება მიიღება კონსესუსით. მთავარი ყურადღბა კი ახლა უკრაინის დახმარებაზე მოდის.