18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი
ხვალიდან თბილისსა და რუსთავში 18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ერთი დღით ადრე კი ჰოლიდეი ინში რაგბი ევროპის მხრიდან ტურნირის დირექტორმა და რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორმა პრეს კონფერენცია გამართეს. ჩვენი ქვეყანა 18 წლამდე კონტინენტის პირველობას წელს პირველად მასპინძლობს და მასში 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ქართველი ბორჯღალოსნები ტიტულის დაცვას მასპინძლის სტატუსით ეცდებიან. ამონაშვილის გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ, ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი რუსთავში, „ხარები არენაზე“, თბილისის დროით 16:15 წუთზე დაიწყება.
