კუნძულ მალიორკაზე ბათუმმა შესაძლოა ტურიზმის "ოსკარი" მოიპოვოს
კუნძულ მალიორკაზე ბათუმმა შესაძლოა ტურიზმის "ოსკარი" მოიპოვოს. დღეს, მალიორკა ვორლდ თრეველ ევარდის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს, სადაც ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოზეა წარდგენილი. დღესვე ბათუმს, ასევე ოფიციალურად დაასახელებენ, როგორც 2023 წლის ვორლდ თრეველ ევარდის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმი 10 კონკურენტს შორისაა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრებიან.
