„შემოდგომის წყალტუბო 2022“
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,, შემოდგომის წყალტუბო” აღინიშნება. მიმდინარეობს მრავალ ფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებები. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილია ფოლკლორი, თეატრალიზებული სანახაობები, საგამოფენო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები.იმართება სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ,, შემოდგომის წყალტუბო 2022 საზეიმო კონცერტით დასრულდება.
