ტრადიციული მრავალ ხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმი
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ტრადიციული მრავალ ხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმი, მსოფლიო მრავალ ხმიანობის კონცერტით საზეიმოდ დაიხურა. სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს ფოლკლორის ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 26-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.
